აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის აღზრდა ძალიან შრომატევადი და დამღლელი საქმეა. კვლევები აჩვენებს, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებს დეპრესიისა და ემოციური გადაწვის მომატებული რისკი აქვთ (PubMed).
რას ნიშნავს ემოციური გადაწვა
ემოციური გადაწვა ხანგრძლივი სტრესითა და დაღლილობით გამოწვეული მდგომარეობაა, რომელიც ვლინდება ფიზიკური და ემოციური ამოწურვით, მოტივაციის დაქვეითებითა და გაღიზიანებადობით.
როგორ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე
მიეცით თქვენს თავს უფლება, დაისვენოთ და განიტვირთოთ. დასვენება დადებითად აისახება როგორც თქვენზე, ისე ბავშვის განვითარების პროგრესზე.
გახსოვდეთ: თქვენც ადამიანი ხართ და, ისევე როგორც ყველას, თქვენც გჭირდებათ გართობა და განმუხტვა.