31 ბავშვიდან 1 დიაგნოზირებულია აუტიზმის სპექტრის აშლილობით (ASD) - ასეთია აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) უახლესი მონაცემები (2022).

ეს რიცხვი ორჯერ მეტია, ვიდრე 2010 წელს იყო.

ასეთი მასშტაბის ფონზე ცოდნა აუცილებელია - არა მხოლოდ მშობლებისთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც გარშემო ჰყავს ბავშვები, მუშაობს მათთან ან უბრალოდ სურს მეტი იცოდეს.

გაგება და ცოდნა ცვლის იმას, თუ როგორ ვუყურებთ აუტისტური სპექტრის დიაგნოზის მქონე ბავშვებს.

სწორედ ამ ცოდნის გაზიარებას ეხება ეს სტატია - მოკლედ, გასაგებად და მარტივად გაჩვენებთ აუტისტური სპექტრის აშლილობას (ASD) და მოგცემთ პრაქტიკულ, გამოსადეგ რჩევებს.

რა არის აუტიზმი?

აუტიზმი (ASD) თავის ტვინის განვითარების ნეირობიოლოგიური დარღვევის შედეგია, რაც გულისხმობს, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების თავის ტვინი განსხვავებულად ვითარდება და ფუნქციონირებს.

რა არის აუტიზმის ნიშნები?

გამოიყოფა 5 მთავარი კრიტერიუმი:

  • კრიტერიუმი A - სოციალური კომუნიკაციისა და ინტერაქციის სირთულეები
  • კრიტერიუმი B - შეზღუდული და განმეორებადი ქცევები და ინტერესები
  • კრიტერიუმი C - სიმპტომები ვლინდება ადრეული განვითარების პერიოდში
  • კრიტერიუმი D - სიმპტომები ხელს უშლის სოციალურ ან პროფესიულ ფუნქციონირებას
  • კრიტერიუმი E - დარღვევები არ აიხსნება სხვა განვითარების პრობლემებით
თითოეული კრიტერიუმის დეტალური ახსნა და კონკრეტული მაგალითები: აუტიზმის ნიშნები ბავშვებში: სადიაგნოსტიკო კრიტერიუმების დეტალური განხილვა

აუტიზმის ნიშნები ბავშვებში

როდის ჩნდება სიმპტომები?

ადრეული ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს 12 თვემდეც, ან უფრო გვიან - 24-დან 30 თვემდე.

აუტიზმის ადრეული ნიშნები

  • საუბრის დაგვიანება
  • სოციალური ინტერესის ნაკლებობა
  • მარტო თამაშის სტილი
  • საკუთარ სახელზე რეაქციის არქონა

აუტიზმის მიზეზები

მეცნიერებმა არ იციან რა იწვევს აუტიზმს, თუმცა მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ის გენეტიკური და გარემო ფაქტორების ერთობლივი ზემოქმედების შედეგია.

დიაგნოსტიკა - როდის მივმართოთ სპეციალისტს?

თუ ბავშვს ზემოთ აღნიშნული მახასიათებლების ერთობლიობას შეამჩნევთ, მიმართეთ სპეციალისტს რაც შეიძლება მალე.

ადრეული შეფასება და ჩარევა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ბავშვის კომუნიკაციურ და სოციალურ უნარებს.

აუტიზმის მართვა და თერაპია

აუტიზმის სამართავად ყველაზე ეფექტური და კვლევებით დადასტურებული მეთოდია ABA თერაპია (ქცევითი თერაპია). ის ეფუძნება დადებითი განმტკიცების პრინციპს - ბავშვი იღებს სასიამოვნო სტიმულს სასურველი ქცევის შესრულების შემდეგ, რაც ხელს უწყობს ამ ქცევის გამეორებას. გარდა ABA-სი, გამოიყენება ოკუპაციური, სენსორული და ფიზიკური თერაპიაც.

გაითვალისწინეთ: ჯილდო ბავშვისთვის მამოტივირებელი უნდა იყოს - თუ ის საკმარისად სასურველი არ არის, ჯილდოდ აღარ აღიქმება.

რა არის ABA თერაპია: როგორ მუშაობს ქცევითი თერაპია, რა ღირს, როგორ შევარჩიოთ კარგი თერაპევტი

3 რჩევა მშობლებს

ABA თერაპევტთან მუშაობის გარდა, არსებობს ყოველდღიური მიდგომები, რომლებიც მნიშვნელოვნად ეხმარება ბავშვის განვითარებას:

  1. გახმოვანება - ბავშვს მუდმივად ესაუბრეთ ყველაფერზე, რასაც აკეთებთ ან ხედავთ
  2. აქტიური თამაში - თამაში ბავშვის „სამსახურია“, მშობელი უნდა იყოს ჩართული
  3. სოციალურად მიუღებელი ქცევების არ განმტკიცება - კაპრიზებზე დათმობა ქცევას ამყარებს

მშობლის ფსიქიკური ჯანმრთელობა

კვლევები აჩვენებს, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებს დეპრესიისა და ემოციური გადაწვის მომატებული რისკი აქვთ (PubMed). საკუთარ თავზე ზრუნვა დადებითად აისახება, როგორც თქვენზე, ისე ბავშვის განვითარების პროგრესზე.

გახსოვდეთ: თქვენც ადამიანი ხართ და, ისევე როგორც ყველას, თქვენც გჭირდებათ გართობა და განმუხტვა.

აუტიზმი და მშობელთა ემოციური გამოფიტვა